საზოგადოება
24/08/2020

როგორი იქნება ახალციხეში სპორტული კომპლექსი, რომლის მშენებლობა 11,5 მლნ ჯდება

ახალციხეში თანამედროვე სპორტული კომპლექსი აშენდება.

კომპლესის მშენებლობაზე 11,5 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. კომპლექსის მშენებლობას აზიის განვითარების ფონდი აფინანსებს.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზების მშენებლობას. მოეწყობა გასახდელები და საშხაპეები, როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის.

განთავსდება ღია კაფე, პატარა მაღაზია და საკონფერენციო დარბაზი. მოხდება კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. გათვალისწინებულია პარკინგი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020