როგორ პასუხობს ჯანდაცვის სამინისტრო booking.moh.gov.ge-ზე კიბერთავდასხმებს
კორონა ვირუსის ვაქცინაციის პროცესში booking.moh.gov.ge-ზე შექმნილ პრობლემებს ჯანდაცვის მინისტრი კიბერთავდასხმებით ხსნის.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მისმა უწყებამ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო, რაც ვაქცინაციის მსურველებს ხარვეზებისგან დაიცავს.
„ჯანდაცვის სამინისტროზე განხორციელდა არაერთი კიბერთავდასხმა, რომელიც ამ პროცესს აფერხებს. სწოერდ აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს რეგისტრაციის დამატებითი საშუალება მივცეთ. ეს არის ცხელი ხაზი 1443, რომელიც მათ რეგისტრაციაში დაეხმარება. ასევე, მათ ვირტუალური ოთახის საშუალებით თვითონ კლინიკაში დარეგისტრირების საშუალება მივეცით. ამ ნაკადების გამო ის პრობლემები, რომელიც კიბერთავდასხმების თვალსაზრისით საიტთან მიმართებით გვაქვს, ეფექტურად გადაიფარება“,- განაცხადა ტიკარაძემ.