საზოგადოება
28/01/2021

როგორ ნაწილდება ბიუჯეტი სამინისტროების გამიჯვნისას - ბექა ლილუაშვილის განმარტება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ბექა ლილუაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს ზოგად წესს, როგორ ნაწილდება ბიუჯეტი სამინისტროების გამიჯვნის შემთხვევაში.

მისი თქმით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტი პროგრამულად არის განაწილებული. კულტურისა და სპორტის მიმართულებით, აგრეთვე ახალგაზრდობის სააგენტოსთვის გამოყოფილი ბიუჯეტი ახალ უწყებას გადაყვება.

„ზოგადი წესის მიხედვით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის ჯამურად რაც არის გამოყოფილი, იქიდან პროგრამულად არის განაწილებული სპორტისა და კულტურის მიმართულებით. აგრეთვე გამოყოფილია ახალგაზრდობის სააგენტოსთვის. ეს ბიუჯეტი გაემიჯნება სამინისტროს ბიუჯეტს და გადაყვება ახალ უწყებას. შეიძლება უწყებებს შორის პროგრამულად შედგეს შეთანხმება, მოხდეს პრიორიტეტიზაცია შიგნით ბიუჯეტში და სამინისტროს რომელიმე პროგრამიდან ახალი უწყების ბიუჯეტში გადავიდეს. თუმცა, ჯამურ ბიუჯეტში, წესით და რიგით, ცვლილებები ვერ იქნება, საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი ჩარჩოდან გამომდინარე.

ეს არის ზოგადი წესი. როცა პარლამენტში უკვე კონკრეტულ კანონპროექტს წარმოადგენენ განსახილველად, იქ იქნება მოცემული დეტალურად, ბიუჯეტის ნაწილში, რა როგორ ნაწილდება“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

პარლამენტში შესაბამის კანონპროექტს თებერვალში, საგაზაფხულო სესიის დაწყებისას ელოდებიან.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ განათლების სამინისტროს, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გამოეყოფა. კულტურასა და სპორტს, ახალგაზრდობაც დაემატება და ჩამოყალიბდება, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022