საზოგადოება
21/06/2021

რეგიონებში კულტურის ხელშეწყობისთვის 5 პროექტზე კონკურსი ცხადდება - ბიუჯეტი ₾1.3 მლნ-ია

კულტურის პროგრამის ხელშეყწობის ფარგლებში კულტურის სამინისტრო 5 სხვადასხვა კონკურსს აცხადებს.

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, პირველი კონკურსი ეხება პროფესიულ თეატრებს. საგრანტო კონკურსის ჯამური ბიუჯეტია 200 000 ლარი.

“კონკურსის მიზანია, საქართველოს პროფესიულ თეატრებში შემოქმედებითი ძიებების გააქტიურება. ამ პროექტით დაფინანსდება სადადგმო ან სხვა ხარჯი, საგასტროლო ხარჯის გარდა. კარგი ის არის, რომ ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა პროფესიულ თეატრს, საქართველოს ტერიტორიაზე, განურჩევლად სამართლებრივი სტატუსისა.  ეს არის ყველა პროფესიული თეატრის კონკურსი, იქნება კულტურის სამინისტროს პროფესიული თეატრი, მუნიციპალური პროფესიული თეატრი, თუ კერძო პროფესიული თეატრი“, - აღნიშნა კულტურის მინისტრმა.

მეორე კონკურსი ეხება კლასიკურ მუსიკას, ქართულ ესტრადას და ფოლკლორს რეგიონებში. დაფინანსდება საგასტროლო ხარჯები. ჯამური ბიუჯეტია 700 000 ლარი. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, ან ფიზიკურ პირს, ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს.

“ეს პროექტები შეიძლება განხორციელდეს უკვე ივლისიდან წლის ბოლომდე. იმედი მაქვს, ძალიან ბევრი ხელოვანი შემოიტანს საკონკურსოდ პროექტებს, იმისათვის, რომ ჩვენ კულტურაზე ხელმისაწვდომობა რეგიონებში ამ გზითაც გავზარდოთ“, - აცხადებს თეა წულუკიანი.

მესამე კონკრუსის ჯამური ბიუჯეტია 150 000 ლარი. ის შეეხება კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ პროფესიულ თეატრებს, სადადგმო და საგასტროლო ხარჯების ხელშეწყობისთვის.

“მიზანია, ჩვენმა თეატრებმა, განსაკუთრებით კი მათ, ვინც დედაქალაქში არიან, შეძლონ, რომ უფრო მეტი გასვლები ჰქონდეთ რეგიონებში, ასევე შექმნან ახალი რეპერტუარიც“, - აღნიშნა კულტურის მინისტრმა.

მეოთხე კონკურსის ჯამური ბიუჯეტია 200 000 ლარი და ის ეხება დედაქალაქის პროფესიულ თეატრებს.

“ეს კიდევ უფრო სპეციალური პირობებია იმ თეატრებისთვის, ვინც თბილისში მუშაობენ, სამართლებრივი სტატუსის განურჩევლად. შესაბამისად, იქნება ეს დედაქალაქის ის პროფესიული თეატრი, რომელიც მუნიციპალურია, თუ კერძო, მათ შეუძლიათ შემოიტანონ საკონკურსოდ პროექტები და აქ დაფინანსდება მათი საგასტროლო ხარჯები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მეხუთე კონკურსის ჯამური ბიუჯეტი 90 000 ლარია და ის ეხება ინდივიდუალურ პროექტებს.

“ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტები, ან თუნდაც ინიციატივები საქართველოს რეგიონებისთვის, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან - აქ შეიძლება ვიგულისხმოთ ჩვენ პროექტის მიხედვით პერფორმანსი, კონცერტი, შემოქმედებითი საღამო, გამოფენა, ლექცია-სემინარი, ან სხვა. თავად შემოქმედები, ვინც შემოიტანენ საკონკურსოდ პროექტს, მოიფიქრებენ რა სურთ, რომ ჩვენს რეგიონებს, როგორც ინდივიდუალური პროექტი, შესთავაზონ“,- აღნიშნა მინისტრმა.

კულტურის მინისტრის ინფორმაციით, საბუთების მიღება 30  ივნისამდეა შესაძლებელი.

“უკვე ივლისში ყველას შეეძლება გაიშალონ რეგიონებში და კულტურაზე ხელმისაწვდომობა საქართველოს რეგიონებში ამ გზით გავზარდოთ“, - აცხადებს თეა წულუკიანი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023