საზოგადოება
03/02/2021
რატომ ვერ გაიხსნება ამ ეტაპზე რესტორნები - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რატომ ვერ გაიხსნება ამ ეტაპზე რესტორნები. თამარ გაბუნიას განცხადებით, რესტორანში ადამიანი ვერ იყენებს პირბადეს, რაც ინფექციის გადადების რისკებს საგრძნობლად ზრდის.
"რესტორანში რისკი გლობალურად არის შეფასებული. რესტორანში ადამიანი ვერ იყენებს ნიღაბს, რაც დაცვის მთავარი საშუალებაა. პირველ რიგში, გახსნა შეეხება იმ ბაზისურ სერვისებს, რაც მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და შემდეგ ამას ეტაპობრივად მოჰყვება სკოლა. თუ თანმიმდევრობაზე ვსაუბრობთ, ეს არის ლოგიკური თანმიმდევრობა და ასეც არის დაგეგმილი.
გახსნა უნდა იყოს მდგრადი. დღეს გავხსნათ და ხვალ ისევ დასაკეტი გაგვიხდეს? ეს ყველაფერი უკავშირდება ადამიანის სიცოცხლეს",- განაცხადა გაბუნიამ.