საზოგადოება
25/11/2021

რას სთავაზობენ მომხმარებელს ქართული ონლაინ ვაჭრობის პლატფორმები Black Friday-ზე

Black Friday - შავი პარასკევი შოპინგის მოყვარულებისთვის წლის ყველაზე განსაკუთრებული დღეა, რომელიც ამერიკული დღესასწაულის, მადლიერების დღის მომდევნო დღეს, ნოემბრის მე-4 პარასკევს აღინიშნება. ამ დღეს საშობაო ვაჭრობის დასაწყისადაც მიიჩნევენ და ზოგიერთი შტატი უქმე დღედაც კი აცხადებს.

დროთა განმავლობაში, შავი პარასკევის ტრადიცია ბევრმა ქვეყანამ აითვისა, მათ შორის საქართველომაც, სადაც ბოლო წლებია კომპანიები საოცარი ფასდაკლებებით ანებივრებენ ქართველ მომხმარებელს, ზოგიერთი მთელი კვირის მანძილზე.

თუმცა, პანდემიის პირობებში, ბევრისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, სწორედ ამიტომ ონლაინ ვაჭრობის საიტები, სადაც უამრავი კომპანიის შეთავაზება და პროდუქტია თავმოყრილი, კარგი საშუალებაა სრულფასოვანი შავი პარასკევისთვის.

იმისათვის, რომ ადვილად მოძებნოთ სასურველი შეთავაზება/პროდუქტი, გთავზობთ რამდენიმე მათგანს:

 

  1. Vendoo - ონლაინ ვაჭრობის პლატფორმაა, სადაც თითქმის ყველა კატეგორიის პროდუქტზე, 30 ნოემბრის ჩათვლით, 20%–50%–მდე ფასდაკლებაა. ამასთან, მყიდველი იაფად შეძენილი ნივთების განავდებაზეც კი დამატებით –20%–იან ფასდაკლებას მიიღებს. 
  2. SHOPSHOP – ონლაინ შოპინგ მოლი, სადაც ტანსაცმლის, თავის მოვლისა და სხვადასხვა აქსესუარების 90 ბრენდია წარმოდგენილი, მომხმარებელს შავ პარასკევს 70%–მდე ფასდაკლებას შესთავაზებს
  3. Extra.ge- ზე შოპინგის მოყვარულებს 30%, 40%, 50%, 60%, 70% და 50%–იანი ფასდაკლება დახვდებათ. ასევე, სპეციალური აქცია, რომლის საშუალებითაც Mastercard-ით გადახდის შემთხვევაში, საჩუქრად 30%–იან ქეშბექს და საქართველოს მასშტაბით უფასო მიწოდებას მიიღებენ.  
  4. ICR - ერთ სივრცეში ავეჯის, დეკორის, კვების, აქსესუარებისა და ტანსაცმლის ბრენდებს აერთიანებს, რომელიც უამრავ ფასდაკლებასთან ერთად, მომხმარებლებს 100 ლარამდე სასაჩუქრე ბონუსებს და დამატებითი ფასდაკლების ბარათებს  სთავაზობს.  
  5. HotSale - პლატფორმა, რომელიც ისედაც ყველაზე დაბალი ფასებით გამოირჩევა, შავი პარასკევისთვის ტურიზმის, გართობის, დასვენების მოყვარულებს და არამარტო, Mastercard-ით გადახდისას 30% მდე ფასდაკლებას სთავაზობს. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022