საზოგადოება
28/03/2022

რას აკეთებს მთავრობა უკრაინელი დევნილების დასახმარებლად - მინისტრის განმარტება

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველო უკრაინელ დევნილებს თავშესაფრის გარდა ქვეყანაში ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობასაც აძლევს.

ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში მყოფი უკრაინელი დევნილების რიცხვი 20 000-ს აღწევს. 

"ჩვენთან რამდენიმე ათეული ათასი უკრაინელია. დაახლოებით 20 000-მდე მოქალაქეზე განაცხადა საელჩომ. ფიქსირდება შემოსვლებიც და გასვლებიც. უნდა ველოდოთ, რომ ეს რიცხვი 20 000-მდე დარჩება. ძირითადად ორი ტიპის დაფინანსება გვაქვს. ეს არის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და მეორე, კერძო სექტორის დონაცია. ალბათ, დონორების დახმარებებიც არის. რთულია, რომ კონკრეტული რიცხვები გითხრათ. ეს ყველაფერი დაკორექტირდება. 

ჩვენ დავიწყეთ პროგრამა იმ ტურისტებისთვის, ვინც ვერ შეძლეს უკრაინაში დაბრუნება. ანაზღაურდა მათი საცხოვრებელი ხარჯები. ასევე იყო გარკვეული შეთავაზებები, რომელიც უკავშირდებოდა მუნიციპალურ სერვისებს. შემდეგ, განათლების სამინისტრომ დაიწყო მოსწავლე ახალგაზრდების დაფინანსება და გაჩნდა მათთვის სწავლის შესაძლებლობა. გვინდა, რომ ამ ადამიანებს არა მხოლოდ თავშესაფარი მივცეთ, არამედ მათი სოციალური დაცვის კუთხითაც ღირსეული პირობები შევქმნათ. გვირჩევნია ბევრი ვაკეთოთ და ნაკლები ვილაპარაკოთ",- განაცხადა დავითაშვილმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022