რამდენს მიიღებენ მედიკოსები ვაქცინაციაზე ბენეფიციარის დაყოლიებისთვის - პროგრამა ამოქმედდა
ექიმები და ექთნები 60 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანების ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. შესაბამისი პროგრამა უკვე ამოქმედდა.
საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად, ოჯახის ექიმმა და ექთანმა მოქალაქეს ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჩაღრმავებული კონსულტაცია უნდა გაუწიონ. ანუ, დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ვაქცინის სიკეთეზე და გვერდით მოვლენებზე.
რაც შეეხება ანაზღაურებას, გამოყოფილია ჯამში 20 ლარი, აქედან 80%-ს ოჯახის ექიმი და ექთანი მიიღებენ, 20% ადმინისტრაციული ხარჯია.
იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე აიცრება, პირველი დოზის შემდეგ ასანაზღაურებელი თანხა 10 ლარია, მეორე დოზის შემთხვევაშიც 10 ლარი.
ოჯახის ექიმები და ექთნები ანაზღაურებას მიიღებენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შედეგი დადგება.
განმარტებისთვის, 20 ლარიდან ოჯახის ექიმის და ექთნის ასანაზღაურებელი თანხა არის 16 ლარი, დანარჩენი 4 ლარი ადმინისტრაციული ხარჯია. ე.ი. ერთი დოზით აცრის შემთხვევაში ოჯახის ექიმი და ექთანი 4-4 ლარს მიიღებენ, ორი დოზით აცრის შემთხვევაში 8-8 ლარს.