საზოგადოება
24/02/2021

რა შემთხვევაში ამოქმედდება სამშენებლო ამნისტია

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, პარლამენტს უკვე წარედგინა კანონპროექტი, რომელიც მშენებლობის მიმართულებით ერთჯერად ამნისტიას ითვალისწინებს.

როგორც თბილისის მერმა განმარტა, ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას, პირველიდან მეხუთე კლასის ჩართვით, ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა განხორციელებულია ნებართვის საფუძველზე და დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე.

„ამნისტია განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომის რაოდენობაამ პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტირებული ექსპერტის მიერ. ყველა ეს დარღვევა ჩაითვლება საპატიოდ და ჩამოიწერება ყველანაირი ჯარიმები“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

Businesspartner