საზოგადოება
25/05/2021

რა რაოდენობის ვაქცინების მიღების პერსპექტივა აქვს საქართველოს- ამირან გამყრელიძის განმარტება

ჯანდაცვის სისტემა ზაფხულში მოსახლეობის მასობრივ იმუნიზაციას გეგმავს, რაც ნიშნავს დღეში 10 000-დან 15 000-მდე ადამიანის აცრას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველო 15 ივნისამდე “კოვაქს პლატფორმის“ ფარგლებში “ასტრაზენეკას“ დაახლოებით 43 000 დოზა ვაქცინას ელოდება. აგრეთვე, ივნისის ბოლოს ან მაქსიმუმ ივლისის დასაწყისში ქვეყანაში 0.5 მილიონი “სინოფარმის“ ვაქცინა შემოვა.

“მესამე კვარტალში კი, ქვეყანაში თანდათან “ფაიზერის“ 1 მილიონი დოზა შემოვა. ამაზე კონტრაქტი დასრულების პირას არის. გარდა ამისა მოლაპარაკებები მიმდინარეობს “სინოვაკთან“, “ნოვოვაქსთან“.

ჩვენ ასეთი გაანგარიშება გვაქვს, რომ ყველა თვის დასაწყისში ვაქცინის დაახლოებით ნახევარი მილიონი მარაგი გვქონდეს და მასობრივ იმუნიზაციაზე წავიდეთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023