საზოგადოება
16/03/2021

რა ფართობი შეემატება საქართველოს დაცულ ტერიტორიებს

2021 წლის ბოლომდე საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი კიდევ 102 654 ჰა-ით გაიზრდება და საერთო ჯამში 900 876 ჰა-ს შეადგენს. 

როგორც "ბიზნესპარტნიორს" დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, 2021 წელს ძალაში შევიდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს დაემატა 3 აღკვეთილი და საერთო ჯამში გაფართოვდა 4 871 ჰა-ით:

  • ფარავნის ტბის აღკვეთილი
  • საღამოს ტბის აღკვეთილი 
  • აბულის ტბის აღკვეთილი 

2021 წელს გრძელდება მუშაობა ახალი დაცული ტერიტორიების შექმნაზე. დაგეგმილია 5 ახალი დაცული ტერიტორიის დაარსება (სულ 102 654 ჰა), რომელთა შესახებაც მომზადებულია კანონპროექტი. ესენია:

  • რაჭის ეროვნული პარკი - 52 191 ჰა
  • შიდა ქართლის დაცული ტერიტორიები - 46 515 ჰა
  • რიონის დაცული ტერიტორიები - 598 ჰა
  • კოლხეთის ეროვნული პარკის გაფართოება - 650 ჰა
  • ხვამლის აღკვეთილის დაარსება - 2 700 ჰა

მიმდინარეობს საჭირო საბაზისო კვლევები კიდევ 3 დაცული ტერიტორიის დაარსებისთვის:

  • სამეგრელოს დაცული ტერიტორიები - 70 951 ჰა
  • გურიის ეროვნული პარკი - 32 239 ჰა
  • სვანეთის დაცული ტერიტორიები - 88 562 ჰა

მომავალი 5 წლის განმავლობაში სულ დაგეგმილია 8 ახალი დაცული ტერიტორიის დაარსება.  საერთო ჯამში დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზრდება დაახლოებით 294 411 ჰექტრით, 15,6 %-მდე,  რაც ნიშნავს, რომ დაცული ტერიტორიების ფართობთან მიმართებაში გაიზრდება 27%-ით, ხოლო ქვეყნის ფართობთან მიმართებაში 4,22%-ით.

2020 წელს დაცული ტერიტორიების ფართობი რეკორდულად 122 374 ჰა-ით გაიზარდა და დღეისათვის შეადგენს 793 351 ჰა–ს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.38%-ია. 

Businesspartner