საზოგადოება
22/09/2022

პური გაიაფებას იწყებს - ფასი 10 თეთრით შემცირდა

საქართველოში პური გაიაფებას იწყებს. პურის მწარმოებელი კომპანიების ნაწილმა პროდუქტზე ფასები უკვე შეამცირა. თუმცა, მოლოდინია, რომ მსოფლიო ბაზარზე არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტი მეპურე გააიაფებს პირველადი მოხმარების პროდუქტს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 თვეში, საერთაშორისო ფასების კლების ფონზე, საქართველოს ბაზარზეც ფასმა 1 ტონა ხორბალზე, 350 დოლარიდან 320 დოლარამდე დაიწია. შესაბამისად, ფქვილის ფასმაც დაიკლო და დღეისათვის, 10 ლარიანი სხვაობაა კლების მიმართულებით. გაიაფებული ნედლეულის გამო, უკვე აზრი მიეცა წისქვილკომბინატების მუშაობასაც და ქვეყანაში, საშუალო და მცირე სიმძლავრის წისქვილკომბინატების ნაწილი უკვე ამუშავებულია.

„არის მეპურეების მხრიდან იმის მზაობა, რომ პურის ფასმა, ყოველ შემთხვევაში, იმ სეგმენტზე, რომელიც პირველადი მოთხოვნილებისაა, დაიწიოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პურის ქარხნებიდან ფასის კლება აისახოს სუპერმარკეტებში ფასში, რომ მომხმარებელმა მიიღოს დაკლებული ფასი“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.

კომპანია „იფქლი“ ერთ-ერთია, რომელმაც დღეიდან პური გააიაფა. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის, სოფიო ბედიაშვილის თქმით, მათთან 4 კატეგორიის პურზე ფასები 10 თეთრით შემცირდა. ბედიაშვილის განმარტებით, კომპანიამ ეს გადაწყვეტილება იმ მომხმარებლებისთვის მიიღო, რომელთა ყოველდიღიურ რაციონშიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პურის ამ 4 კატეგორიიის არსებობა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022