საზოგადოება
23/07/2021

"პროცესი შეუფერხებლად წარიმართება" - ვაქცინაზე რეგისტრაციის მეთოდი შეიცვალა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების მიზნით დასარეგისტრირებლად მოქალაქეებს საიტზე პრობლემა აღარ შეიქმნება და ის გამართულად იმუშავებს.

“პროცესი შეუფერხებლად წარიმართება. ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის ელექტრონული მოდული სრულიად განახლდა, მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. პირველი რეგისტრაციის დროს IT-ის სამსახურმა დააფიქსირა, რომ 12 000 ჯავშანზე 120 000 მსურველი მოდიოდა. რა თქმა უნდა იქიდან გამომდინარე, რომ მიწოდება იყო შეზღუდული, ამან გამოიწვია ის შეფერხებები საიტზე, რომელიც ჩვენ გვქონდა “ფაიზერის“ პირველი დოზების დარეგისტრირების დროს“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, შეიცვალა აგრეთვე რეგისტრაციის მეთოდი. წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში მიუვათ.

მინისტრის ინფორმაციით, დღეს განახლდება რეგისტრაცია “ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზების მისაღებად.

“მათ 37 კლინიკაში, სადაც ჩაიტარეს აცრები, საშუალება ექნებათ, 26 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით,დაჯავშნონ სასურველი თარიღი“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, “ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზის რეგისტრაცია განახორციელონ 24 ივლისის 12:00 საათამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ავტომატურად დარეგისტრირდებიან იმავე კლინიკაში, სადაც მათ პირველი აცრა ჩაიტარეს.

“თუმცა რა თქმა აქ ვაძლევთ მოქნილობას ჩვენს მოქალაქეებს და მათ ამ ჯავშნის მიღების შემდეგ ექნებათ შესაძლებლობა, შეცვალონ მათთვის სასურველი თარიღი და კლინიკა, უბრალოდ შედარებით მოგვიანებით“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022