პროფესიული განათლების მიღებაზე ძირითადი სარეგისტრაციო პროცესი დასრულდა
პროფესიული განათლების მიღებაზე ძირითადი სარეგისტრაციო პროცესი დასრულდა.
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების მეთოდოლოგია ფუნდამენტურადაა შეცვლილი, რაც გულისხმობს იმას, რომ შერჩევის ახალი მეთოდი სასწავლო პროგრამის შინაარსზეა მორგებული და აქცენტი სტუდენტის ინტერესებსა და პროფესიის მზაობაზეა გაკეთებული.
პროგრამაზე მიღების ცვლილების მიზანი, ისეთი სტუდენტების შერჩევაა, რომლებსაც მაღალი წარმატების ალბათობა ექნებათ. აღნიშნული კი, დასაქმების მაჩვენებლის ზრდას უზრუნველყოფს.
"სანამ ცვლილებებს განვახორციელებდით, შერჩევის კრიტერიუმი ყველა პროგრამაზე დაახლოებით ერთნაირი გვქონდა, სადაც ტესტები ბარდებოდა. თუმცა საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ტესტირება არ არის საუკეთესო საშუალება აპლიკანტის შერჩევის პროცესში",-განაცხადა პროფესიული უნარების სააგენტოს კვლევისა და ინკლუზიური განვითარების გუნდის ლიდერმა, გელა ლომიაშვილმა.
დუალურ პროგრამებზე შესარჩევ კომისიაში პედაგოგებთან ერთად ბიზნესიც აქტიურად არის ჩართული, რაც კერძო სექტორისთვის მამოტივირებელი ფაქტორია, რომ სწავლის პროცესში ჩაერთონ და კვალიფიციური კადრები მოიზიდონ.
ცნობისთვის, მათ ვინც პირველადი რეგისტრაციის ფარგლებში შედეგს ვერ მიაღწიეს, მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე პროფესიული უნარების სააგენტო მეორად რეგისტრაციას იმ კოლეჯებსა და პროგრამებზე გამოსაცხადებს, სადაც თავისუფალი ადგილი დარჩა.