საზოგადოება
26/07/2021

პრემიერი ვაქცინაციაზე: დაუჯერეთ მეცნიერებს და არა გავრცელებულ ჭორებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. 

მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი დოზაა - ჯამში 2 მილიონი, აქედან 1.5 მილიონი ჩინური ვაქცინა, 0.5 “ფაიზერი“. ქვეყანა ვაქცინების დამატებით დოზებს კიდევ ელოდება. 

“ძალიან ბევრი კითხვა ისმის, რატომ არის აუცილებელი ვაქცინაციის ჩატარება, მთავარი პასუხია - აცრის შემდეგ გარდაცვალება, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის, პრაქტიკულად გამორიცხულია. 

მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, ჩავიტაროთ აცრა, დავიცვათ საკუთარი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ამასთან ჩვენი მშობლების, შვილების, ახლობლების ჯანმრთელობა“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

მისი თქმით, ვაქცინების თაობაზე სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება. 

პრემიერმა საზოგადოებას მოუწოდა, დაუჯერონ მეცნიერებს და არა “ფეისბუქით“ გავრცელებულ ჭორს. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022