საზოგადოება
12/02/2021

პრემიერი: ვაქცინაციას ჯანმრთელობასთან ერთად დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზირებული ვაქცინა უახლოეს პერიოდში შემოვა და დაიწყება ვაქცინაციის პროცესიც, გეგმის მიხედვით.

მისი თქმით, ვაქცინაციას ადამიანის ჯანმრთელობასთან ერთად დიდი ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვს.

„ჩვენი მთავარი მიზანია, წლის ბოლომდე საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ 60% იყოს აცრილი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ვაქცინაციის პროცესს, ჯანმრთელობასთან ერთად აქვს უაღრესად დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, კოვიდვაქცინაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკება უშუალოდ მწარმოებლებთანაც მიმდინარეობს.

„ჩვენ მოგეხსენებათ „კოვაქს პლატფორმის“ წევრები ვართ, ასევე ორმხრივი და პირდაპირი მოლაპარაკებების შედეგად საქართველოში უახლოეს პერიოდში იქნება ხარისხიანი ვაქცინა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022