საზოგადოება
08/11/2021
პრემიერი: ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება.
თუმცა, მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ და განმარტა, რომ ის პანდემიის დასრულების ერთადერთი გამოსავალია.
"მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავუფრთხილდეთ საკუთარი და ახლობლების ჯანმრთელობას.
ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით, ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას არ შევცლი. რა თქმა უნდა ჩვენს მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, ვაქცინაცია არის პანდემიის დასრულების გამოსავალი. აცრა გვიცავს სიკვდილისგან", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.