საზოგადოება
28/03/2022

პრემიერი: "უარი საწვავის ფასებს" აქციის უკან "ნაციონალური მოძრაობა" იდგა

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გუშინ გამართული აქციის უკან, რომლის მიზანიც საწვავის არსებული ფასების გაპროტესტება იყო, "ნაციონალური მოძრაობა" იდგა.

"გუშინ ვნახეთ, რომ აქციები იქნა ორგანიზებული, რომლის უკან "ნაციონალური მოძრაობა იდგა. მესმის, რომ მოქალაქეებს აწუხებთ ეს ფასები და ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ რაც შეიძლება შევუმსუბუქოთ მათ ეს წნეხი. მაგრამ ზოგადად, როდესაც ინფლაციას ვახსენებთ, კოვიდ პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე ინფლაციის მაჩვენებლებმა ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია. მაგალითად, ამერიკაში 40 წლიანი რეკორდული მაქსიმუმი დაფიქსირდა, გერმანიაში 29 წლის მაქსიმუმი, თურქეთში 19 წლიან მაქსიმუმზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც გამოწვევა ინფლაცია. გამორიცხულია, რომ ჩვენ გამონაკლისი ვიყოთ, რადგან მიერთებული ვართ მსოფლიო ბაზარს. პანდემიამ თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო. ახლა კი ომი დაემატა. ბუნებრივია, ამას ექნება გავლენა ყველასა და ყველაფერზე. ფასებზე, ეკონომიკაზე, ინფლაციაზე",- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022