საზოგადოება
25/06/2021

პრემიერი: წლის ბოლომდე 4 მლნ დოზა ვაქცინას მივიღებთ, რაც სრულიად საკმარისია

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2021 წლის ბოლომდე საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო 4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს, რაც სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ჯამში მოსახლეობის 60% აიცრას.

მისი თქმით, საქართველო ელოდება 1 მილიონ დოზა “ფაიზერის“ ვაქცინას, 1 მილიონ დოზა “სინოფარმის“, 1 მილიონ დოზა “სინოვაკის“ ვაქცინებს. აგრეთვე 700 000 დოზა “ნოვოვაქსის“ ვაქცინას.

“ჯამში, წლის ბოლომდე 4 მილიონი დოზა ვაქცინა გვექნება, რაც სრულიად საკმარისი იქნება, რომ ჩვენი გეგმის მიხედვით, მოსახლეობის 60% აიცრას.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ ექიმებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე, სადაც ანგარიშს წარადგენს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023