საზოგადოება
28/02/2022

პრემიერი: სანქციები ეფექტური საშუალება არ არის

პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ეფექტური საშუალება არ არის.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ "უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი არავინ არის". 

"ჩვენი ხელისუფლების პირობებში ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვხატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა ჩვენი უკრაინელი ძმებისა და დების მიმართ. უკრაინაში რაც ხდება, ჩვენთვის ეს კარგად არის ცნობილი. ეს ჩვენ 2008 წელს გამოვცადეთ.

დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი. უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი არავინ არ არის. პირდაპირ ვთქვათ, სანქციები არ არის ეფექტური საშუალება. დღეს უკრაინაში უკრაინის ჯარი ომობს. ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია და გაუთვლელი სიტყვა და ქმედება რისკის შემცველია. ჩვენ, როგორც ხელისუფალნი, რა თქმა უნდა, მოგვეთხოვება პასუხი და პასუხისმგებლები ვართ ყველაფერზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023