საზოგადოება
24/06/2022

პრემიერი: საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ - ევროკავშირმა კარი გაგვიხსნა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გუშინ ისტორიული დღე იყო, რადგან ევროსაბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა განუსაზღვრა.  

"ევროსაბჭოს გადაწყვეტილება მინდა შევაფასო. გუშინ მართლაც ისტორიული დღე იყო, საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ. ეს არის დამსახურებული მიღწევა - ევროპული პერპსექტივა მიენიჭა ჩვენს ქვეყანას. ჩაიწერა, რომ რეალურად ევროპამ კარი გაუხსნა საქართველოს. ეს არის აღიარება ჩვენი ხალხის ევროპული იდეალებისადმი მისწრაფების, მათი ერთგულების, ჩვენი შეუპოვრობის, ჩვენი ბრძოლის და ჩვენი მთავრობის ათწლიანი მუშაობის შედეგის. ევროპული პერსპექტივის მინიჭებით ჩვენს ქვეყანას სამუდამოდ გაუხსნეს კარი ევროპაში. პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს ნამდვილად არის დამსახურებული მონაპოვარი. მე ვულოცავ ქართველ ხალხს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, ევროპელი ლიდერების დაპირებაა, რომ როგორც კი საქართველო მათ მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს შეასრულებს, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. 

"ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების შეფასებები, მათი დაპირება, რომ როგორც კი ჩვენ შევასრულებთ მათ მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს, მაშინვე მიენიჭება ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. ეს რა თქმა უნდა გვაძლევს დამატებით მოტივაციას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში  შევასრულობთ ყველა ის პირობა, პრიორიტეტი რომელიც განსაზღვრა ევროკავშირმა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. 

ჩვენი მთავრობა მობილიზებულია, იმისთვის რომ დროულად შევასრულოთ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა", - განაცხადა პემიერმა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა. 

"მათ მიიღეს სტატუსი, როგორც წამახალისებელი საჩუქარი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022