პრემიერი: ყველა ვალდებულება პირნათლად შევასრულეთ, ახლა ჯერი ევროპაზეა
პრემიერის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 45% უკვე შესრულებული აქვს.
ირაკლი ღარობაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავარი მიზანი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა.
"ყველა ვალდებულება პირნათლად შევასრულეთ, ახლა ჯერი ევროკავშირზეა. ევროპამ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. არ არის მარტივი სიტუაცია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი გამოწვევა ევროპას არ ჰქონია. ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი. ეს ყველას უქმნის საფრთხეს და მსოფლიო წესრიგის დიდი გამოწვევაა. ამ რეალობაში არსებობს სკეპტიციზმი ევროპის ქვეყნებს შორის უკრაინასთან მიმართებით. მათ არ სურთ ამ პრობლემების შეტანა ევროპაში. ამ პროცესში ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა. არავითარი მეორე ფრონტი და მეორე ომი აქ არ იქნება. ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. მივყვებით ჩვენს დასახულ გეგმასა და მიზანს. ჩვენი მთავარი გზამკვლევი კი ასოცირების ხელშეკრულებაა, რომლის 45% უკვე შესრულებული გვაქვს",- განაცხადა ღარიბაშვილმა.