საზოგადოება
24/01/2022

პრემიერი: "ომიკრონი" მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ საფრთხე მაინც მაღალია 

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა მზარდია. თუმცა, სიკვდილინობა 1.4%-მდე შემცირდა. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ახალ შტამს "ომიკრონს" მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, საფრთხე მაინც მაღალია, განსაკუთრებით ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. 

პრემიერმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ვაქცინაციის საჭიროებაზე. 

"მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. მე და ბატონმა ზურაბ აზარაშვილმა ვისაუბრეთ და ჩვენი სურვილია, გაფართოვდეს ვაქცინაცია. ზოგადად, რეგიონებსა და სოფლებში გვინდა უფრო აქტიურად და ინტენსიურად დავიწყოთ ვაქცინაცია. მოსახლეობას შევახსენებ, რომ პირველივე ჯერზე, 50 წლის ასაკის ზემოთ ჩვენ 200 ლარიან წამახალისებელ დანამატს ვუხდით მოქალაქეებს. გვინდა, ეს პროცესი უფრო გავაფართოოთ და სოფლებში ჩავიტანოთ ვაქცინები", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

Businesspartner