საზოგადოება
02/07/2020

პრემიერი: მწვანე კორიდორების შექმნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია განმარტავს, რომ ცალკეულ ქვეყნებთან მწვანე კორიდორების შექმნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამასთან, პრემიერი ევროკავშირის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, საქართველო კორონა ვირუსისგან მწვანე ზონად დასახელდა.

“ეს თითოეული მოქალაქის მიღწევაა. ეს არის იმ საერთო ერთობლივი შრომის მიღწევა, რომელიც ბოლო 5 თვის განმავლობაში გავიარეთ. საქართველოსთვის ეს უდიდესი შესაძლებლობაა, რომელიც ფრთხილად და გინივრულად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი მთავარი მიზანი ვირუსის უკონტროლო გავრცელების თავიდან აცილებაა. მადლობა ჩვენს პარტნიორებს იმ ობიექტური შეფასებისთვის, რომელიც მივიღეთ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურად აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ქვეყანასთან მწვანე კორიფორების შექმნაზე”,- განაცხადა პრემიერმა.

Businesspartner