საზოგადოება
24/01/2022
პრემიერი: მოვუწოდებ იმპორტიორებს, თურქეთიდან მალე შემოიტანონ მედიკამენტები
მედიკამენტებისთვის თურქეთის ბაზარი უკვე ღიაა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმპორტიორებს მოუწოდებს, მოკლე დროში შემოიტანონ ხარისხიანი და იაფი მედიკამენტები.
მისი თქმით, მთავრობა მიმდინარე პროცესს აკვირდება.
"მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო იმპორტიორებს, დროულად მოხდეს ამ მედიკამენტების შემოტანა, რაც ჩვენი ვარაუდით, ძალიან მალე გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.