საზოგადოება
01/03/2021

პრემიერი: მოსახლეობის ვაქცინაციისთვის საჭიროა ევროკავშირის მხარდაჭერა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოსატანად ევროკავშირის მხარდაჭერაა საჭირო.

პრემიერის თქმით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ამ საკითხში მხარდაჭერის პირობა მიიღო.

„საწყისი ეტაპიდან დღემდე ევროკავშირმა საქართველოს აღმოუჩინა უმნიშვნელოვანესი დახმარება, როგორც კოვიდ -19-ის შეკავების, ისე მისგან მომდინარე სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ბატონ პრეზიდენტთან ჩვენ ასევე განვიხილეთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის საჭიროა ევროკავშირის შემდგომი მხარდაჭერა, რათა უახლოეს პერიოდში მივიღოთ ვაქიცნის საჭირო რაოდენობა და დავიწყოთ ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაცია. ამ საკითხში პრეზიდენტისგან მივიღეთ მხარდაჭერის დაპირება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023