საზოგადოება
25/02/2021

პრემიერი: მოსახლეობას ვთხოვ, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შემსუბუქების ღონისძიებებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ შეზღუდვების შემსუბუქებას და რეკომენდაციები დაიცვან.

„ჩვენ გუშინ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილებები მოქმედი რეგულაციების უმეტესობის შემსუბუქებასთან დაკავშირებით. გაწერილი გეგმის მიხედვით, ეტაპობრივად გაიხსნება:      სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები;    როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები;      უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები;      შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ რესტორნები შაბათ-კვირის გარდა;      არასასურსათო საცალო ვაჭრობა დასაშვები გახდება შაბათ-კვირის ჩათვლით;       მუშაობას ეტაპობრივად განაახლებენ ბიბლიოთეკები, მუზეუმები, სასკოლო წრეები, თეატრები, ასევე, პროფესიული ანსამბლები, სპორტული კლუბები და ა.შ.

მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება თუ მოხსნა, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მოქალაქეებს მივმართო თხოვნით, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შემსუბუქების ღონისძიებებს, ვინაიდან მთავრობას სჭირდება კარგი კოორდინაცია, ამავდროულად გვჭირდება დახმარება და მხარდაჭერა მოსახლეობისგანაც, იმისთვის, რომ მიღწეული პროგრესი, რომელსაც ძალიან ეფექტიანად მართავს ჯანდაცვის მინისტრი, შევინარჩუნოთ, გავაძლიეროთ, გავაუმჯობესოთ და არ მივიღოთ კიდევ უფრო გაუარესებული სიტუაცია. მუდმივად ვაკვირდებით ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგურ ვითარებას და შემდგომ ნაბიჯებს შემსუბუქების, თუ შეზღუდვების მიმართულებით, ვითარების ანალიზის საფუძველზე გადავდგამთ“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023