საზოგადოება
07/03/2022

პრემიერი: მედიკამენტების ფასი 60%-80%-მდეა შემცირებული

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუქრეთიდან საქართველოში GMP-ის სტანდარტის მედიკამენტები უკვე შემოვიდა და ისინი აფთიაქებში ხელმისაწვდომია. 

მისი თქმით, შემოსულია რამდენიმე დასახელების, ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტი. ფასი კი, უმეტეს შემთხვევაში 60%-დან 80%-მდეა შემცირებული. 

"დაპირებისამებრ, წამლების გაიაფების პროცესი დავიწყეთ. ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი იმ დათქმით, რომ მხოლოდ GMP-ის სტანდარტის, მაღალი ხარისხის წამლები შემოვიდოდა. წამლები საქართველოში უკვე შემოსულია და ხელმისაწვდომია აფთიაქებში. მაგალითად, გულსისხლძარღვთა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის ფასი თუ იყო მანამდე 220 ლარი, დღეს მისი ღირებულებაა 48 ლარი. უმეტეს შემთხვევაში 60%-დან 80%-მდეა შემცირებული ფასები წამლებზე. როგორც მინიმუმ განახევრებულია, რაც ძალიან გვიხარია", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

გარდა ამისა, პრემიერის თქმით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ ქვეყანაში წამლის ხარისხის ლაბორატორია შეიქმნას. 

"საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტი უნდა იყოს მხოლოდ მაღალი ხარისხის. ჩვენ ამ პროცესს მაქსიმალურად გავაკონტროლებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

Businesspartner