საზოგადოება
19/10/2020

პრემიერი COVID-ის მართვის პროცესში ხარვეზებს აღიარებს

პრემიერი გიორგი გახარია აღიარებს, რომ კორონავირუსუს პანდემიის მართვის პროცესში ხარვეზებია. თუმცა, იქვე განმარტავს, რომ მასზე მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და სახეზეა პროგრესიც.

„მთავარია, დავინახოთ პროგრესი და ამ პროგრესს ჩვენ ვხედავთ. იგივე, ტესტირების ნაწილში. ისევე როგორც, არის გარკვეული ხარვეზები და ამას მეც ვაღიარებ ქოლ ცენტრების ნაწილში. იქაც უფრო გასასწორებელია ყველაფერი. აქ ყოველდღიურად ამ პროცესებისა და ხარვეზების აღმოფხვრა მიმდინარეობს და ეს გაგრძელდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იქნება გრძელვადიანი პროცესი“,- განაცხადა გახარიამ.