საზოგადოება
28/02/2022

პრემიერი: ანუ, რას მთხოვენ, საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები?!

ირაკლი ღარიბაშვილმა გაიხსენა, რას აკეთებდა მიხეილ სააკაშვილის მთავრობა 2008 წლის შემდეგ რუსეთთან დასაახლოვებლად. 

ეს ისტორია ღარიბაშვილმა მას შემდეგ მოყვა, რაც თქვა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე არ უერთდება. პრემიერის თქმით, ეს არის არგუმენტები, რაც ამ გადაწყვეტილებას უდევს საფუძვლად. 

"ვეფუძნებით რა ეროვნულ ინტერესებს, არ მივიღებთ სანქციებში მონაწილეობას. აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილის მთავრობა ეძებდა გზებს რუსეთის ბაზრის გასახსნელად. ბატონმა სააკაშვილმა ომის შემდეგ მალევე თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიყიდა. ვინაიდან, ვერ მიაღწიეს ამას, სააკაშვილმა 2012 წელს გამოსცა ბრძანებულება და ცალმხრივად გაუხსნა რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი. რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასაც ხელი მოაწერა",- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ისტორიის გახსენების შემდეგ, პრემიერმა "ქართული ოცნების" ნაბიჯებზეც ისაუბრა. 

"2013-2021 წლებში საქართველოდან რუსეთში $2 მილიარდის აგროსასურსათო პროდუქციაა ექსპორტირებული. სხვა პროდუქციის ღირებულება შეადგენს $3 მილიარდს. $865 მილიონია ჯამურად ექსპორტირებული ღვინის ღირებულება. ტურიზმიდან ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 5 წელში $3 მილიარდი მიიღო შემოსავლის სახით. 1 მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში და ყოველ წლიურად საშუალოდ გადმორიცხვების საშუალო რაოდენობა $500 მილიონია. ეს რომ მოვთვალოთ, გამოდის, რომ 10-12 მილიარდ დოლარზე მეტია ბოლო 8 წელში. ამ ყველაფერში თითქმის ყველა ჩართულია. 

როდესაც საუბარია სანქციების დაწესებაზე, ანუ, რას მთხოვენ, რომ საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები? ეს ყველაფერი ჩვენს ხალხს მოაკლდება. დაიჩაგრება ჩვენი ერთი მილიონი თანამოქალაქე, რომელიც ვეღარ გადმორიცხავს თანხებს. ამიტომ ეს ზედმეტი ემოციები არაფრის მომცემი არ არის",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023