საზოგადოება
25/06/2021

პრემიერი: 1000 სამხედრო დრონის წარმოებას ვაპირებთ

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიზნით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. იგეგმება გრძელვადიანი გადახდის პირობებით სამხედრო შეიარაღების შესყიდვა, აგრეთვე ადგილობრივი წარმოება.

მისი თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოში 1 000 სამხედრო დრონს აწარმოებენ, ასევე მიმდინარეობს მუშაობა ავტომატების წარმოებაზე.

“სამინისტრო მუშაობს ისეთ პროექტებზე, რომ გრძელვადიანი გადახდის პირობებით მოხდეს მნიშვნელოვანი შეიარაღების სისტემების შესყიდვა, რომელიც არ დააწვება ბიუჯეტს იმავე წელს.

დელტას ბაზაზე ერთობლივი საწამოების პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა. გაისად ჩვენ გვექნება ადგილზე წარმოებული სამხედრო დრონები. მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჯამში 1000 დრონის წარმოებას ვაპირებთ. ასევე ვმუშაობთ ავტომატების წარმოებაზე და სხვა უფრო მნიშვნელოვანი შეიარაღების შესყიდვაზე, მათ შორის ისრაელიდან.

კომპანია “რაფაელთან“ ჩვენ დავდეთ ხელშეკრულება, რომელიც წლის ბოლომდე უზრუნველყოფს საჰაერო თავდაცვის სისტემების და სარაკეტო სისტემების სრულ განახლებას, თანამედროვე რაკეტების შემოტანას. გარდა ამისა, უკვე მეორე დონის საჰაერო თავდაცვაზე მიდის აქტიური მუშაობა. 10 წლიან გეგმაშია გაწერილი, რომ ძლიერი საჰაერო თავდაცვა ჰქონდეს ქვეყანას მომდევნო წლების განმავლობაში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023