საზოგადოება
16/02/2021

პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარი იქნება

პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარი იქნება. ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

მოქმედი კანონმდებლობით, პირბადის ტარების წესის დარღვევა დახურულ საჯარო სივრცეში 20 ლარით ჯარიმდება. ღია საჯარო სივრცეში კი, პირბადის ტარების ვალდებულება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა.

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, პირბადის ღია საჯარო სივრცეში ტარების ვალდებულება კანონშიც ჩაიწერება.

კერძოდ, ცვლილების თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით გადაადგილებისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს 20 ლარიან ჯარიმას. წესის დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარი გახდება.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023