საზოგადოება
23/10/2020

პირბადის ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გარე სივრცეშიც სავალდებულო ხდება

დღეიდან გარე სივრცეში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, იქ სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

„თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში პირბადის ტარების მკაცრი რეკომენდაციაა. განსაკუთრებით იმ ადგლებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. ეს შესაბამისი სამსახურების მხრიდან გაკონტროლდება. დღეიდან გარე სივრცეებში პირბადე ვატაროთ, მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე და იქ, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს“,- განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა.