საზოგადოება
17/12/2020
"პირბადეების ტარების მაჩვენებლის გაზრდა ეკონომიკის თამამად გახსნაში დაგვემხარება"
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყანაში პირბადის ტარება 65%-მდეა გაზრდილი.
“ერთ-ერთი გარდამავალი შედეგი არის ისიც, რომ ქვეყანაში პირბადის ტარება 65%-მდეა გაზრდილი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ეს რიცხვი უნდა გაიზარდოს 90-95%-მდე. ეს ის მონაცემები იქნება, როდესაც ეკონომიკის უფრო თამამად გახსნა შეგვეძლება”,- განმარტა გიორგი გახარიამ.