საზოგადოება
22/02/2022
Pfizer-ის ვაქცინის დამატებითი დოზები საქართველოში მარტის ბოლოს შემოვა
PFIZER-ის ვაქცინის დამატებითი დოზები საქართველოში მარტის ბოლოს შემოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
"PFIZER-ის დოზების მოწოდებაზე მწარმოებელთან ვმუშაობთ. იგეგმება, რომ მოწოდება მოხდეს პირველი კვარტლის ბოლოს, რადგან ამ ეტაპამზე ქვეყანაში არის ვაქცინების საკმარისი რაოდენობა", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, PFIZER-ის ვაქცინების დღეს არსებული მარაგები ვალიდურია 31 მარტის ჩათვლით.
"იმისთვის, რომ მოქალაქეს პირველ აპრილს ჰქონდეს აცრის შესაძლებლობა, მოწოდება გაგრძელდება ისე, რომ PFIZER-ზე წვდომა შენარჩუნდეს უწყვეტად", - აცხადებს თამარ გაბუნია.
მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანაში არის ასევე "სინოფარმის" და "სინოვაკის" ვაქცინების მარაგი. ისინი ეფექტურია როგორც პირველადი, ისე ბუსტერდოზის შემთხვევაში.