Pfizer-ის ვაქცინამ ფილერის შემთხვევაში შესაძლოა ადგილობრივი გართულება გამოიწვიოს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, “ფაიზერით“ ვაქცინაციის წინმსწრებ კითხვარს 1 კითხვა დაემატა - აქვს თუ არა გაკეთებული ფილერი.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ადამიანს ფილერი აქვს გაკეთებული, “ფაიზერით“ ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლოა ადგილობრივი გართულება დაფიქსირდეს, რასაც შემდგომში მკურნალობა დასჭირდება.
“როდესაც ადამიანი მივა აცრაზე, იქ სპეციალური ჩეკლისტია. “ფაიზერის“ ჩეკლისტს ერთი კითხვა დაემატა, რომელზეც თუ პასუხი იქნება დიახ, ექიმი იღებს ეჭვს, რომ შეიძლება აქ იყოს მომატებული რისკი. მას იმ პერიოდში არ აცრის და გადაამისამართებს დამატებითი გამოვკლებებსთვის შესაბამის სპეციალისტთან.
ვისაც ფილერი ხშირად აქვს გამოყენებული, “ფაიზერით“ იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს ადგილობრივი გართულებები, რომელიც საჭიროებ შემდეგ მკურნალობას. შესაბამისად, ვაქცინაციამდე ამ დამატებით კითხვას დაუსვამენ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.