საზოგადოება
23/03/2021

Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში ხვალ შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში 24 მარტს შემოვა. 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ის ხელმისაწვდომი იქნება როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, აგრეთვე 65 წელს ზევით ასაკის პირებისთვის. 

შეგახსენებთ, საქართველოში კოვიდვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. 43 200 დოზა “ასტრაზენეკას“ ვაქცინა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა. 

Businesspartner