საზოგადოება
16/04/2021

Pfizer-ის მეორე დოზით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღის ბოლოს დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, “ფაიზერის“ მეორე დოზით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღის ბოლოდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას მოქალაქეები მოკლეტექსტური შეტყობინებით მიიღებენ.

“ფაიზერის“ მეორე დოზა მოქალაქეს შეუძლია მიიღოს იქ, სადაც პირველად ჩაიტარა ვაქცინაცია. დოზები გადანახულია, პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება “ასტრაზენეკას“ მეორე დოზას, მინისტრის მოადგილის განმარტებით, თუ პირველი ვაქცინიდან მეორე ვაქცინამდე 8 კვირიან შუალედზე შეთანხმდებიან, მეორე დოზას მოქალაქეები 15 მაისიდან მიიღებენ.