PCR-ების არასაკმარისი რაოდენობის გამო "ომიკრონის" ყველა შემთხვევა ლაბორატორიულად ვერ დასტურდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით საქართველოში "ომიკრონის" 1009 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული.
თუმცა, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ "ომიკრონის" გაცილებით მეტი შემთხვევა იქნება ქვეყანაში, რადგან PCR ტესტების არასაკმარისი რაოდენობის გამო "ომიკრონის" ყველა შემთხვევა ლაბორატორიულად ვერ დასტურდება და საეჭვო შემთხვევებსაც ეყრდნობიან.
"ჩვენ ლაბორატორიებს მივეცით მითითება, რომ შერჩევითად გამოგზავნონ უკვე საეჭვო შემთხვევები. დაახლოებით აგზავნიან საეჭვო შემთხვევების 10-დან 20%-მდე. სპეციფიური "პისიარ" ტესტები არ არის იმდენი რაოდენობით, რომ ყველა ლაბორატორიულად დადასტურდეს. ცირკულაციაში "ომიკრონის" რაოდენობა უკვე 45%-დან ზემოთ მიდის. ალბათ ამ კვირის ბოლოს ჩვენი გათვლებით, ის იქნება სადღაც 60%-მდე მთლიანად დადებითი შემთხვევების",- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.