საზოგადოება
28/01/2021

პარლამენტმა ვაქცინაციის რისკები დააზღვია

პარლამენტმა ვაქცინაციის რისკები დააზღვია, - პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.

ცვლილების თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანის შემდეგ, აცრების გვერდითი მოვლენების ან გართულებების გამოვლენის შემთხვევაში სახელწმიფო უზრუნველყოფს მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებას და რეაბილიტაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გვერდითი მოვლენები გამოწვეულია სამედიცინო პერსონალის ან დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით.

უფრო კონკრეტულად, კანონს გარდამავალი რეგულირების სახით ემატება მუხლი, რომლის თანახმადაც პანდემიასთან/ეპიდემიასთან დაკავშირებით ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო, პროფილაქტიკური აცრისთვის ან მკურნალობისთვის განკუთვნილი იმ ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტის განხორციელებისას, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ან მის მიერ აღიარებულმა მკაცრმა მარეგულირებელმა ორგანომ (SRA) მიანიჭა გამოყენების (მათ შორის, გადაუდებელი გამოყენების) ავტორიზაცია ან პრეკვალიფიკაცია, ამ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენებით შესაძლო ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია: იმპორტიორის მიერ დაშვებული შეცდომით; სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით; ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლის მიერ, როდესაც მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს მის პასუხისმგებლობას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022