საზოგადოება
30/12/2021

პარლამენტმა ტაქსში თამბაქოს მომხმარების აკრძალვაზე კანონპროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა თამბაქოს მოხმარების მორიგ შეზღუდვაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. 

ცვლილება "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში შედის. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩამონათვალს, სადაც თამბაქოს მოხმარებაა აკრძალული, ემატება ტაქსი და კატერი. 

თამბაქოს მოხმარება აიკრძალება ასევე მსუბუქ ავტომობილში, არასრულწლოვანის თანდასწრებით.