საზოგადოება
20/08/2020

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,დაახლოებით, 2 000 კვ.მ ფართობზე, მოხდა ძველი, ამორტიზებული ფილების დემონტაჟი; შეიცვალა წყალგაყვანილობა;მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა;მოეწყო რკინა-ბეტონის არმირებული ფილა და ჰიდროიზოლაციის ფენა; პერიმეტრი კაბელარხებით დაიქსელა და ტერიტორია მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით; ფილებს შორის დამონტაჟდა დეკორატიული სანათი;

გარდა ამისა, განხორციელდა გაუქმებული თბოქსელის დემონტაჟი, რომელიც ათეული წლებია აღარ ფუნქციონირებდა;ტერიტორიაზე შენარჩუნდა ის ფილები, რომელზეც 1989 წლის 9 აპრილს, მშვიდობიანი მომიტინგეების სისხლი დაიღვარა; რესტავრაცია ჩაუტარდა 9 აპრილის მემორიალს;დამონტაჟდა დეკორატიული განათება და განთავსდა სკამები;დაირგო 2000-მდე ნერგი, მათ შორის: ლოროპეტალუმი, მარადმწვანე ძახველი, ოლეანდრა, ფიტოსფორუმი, ბზა, როზმარინი, ვაციწვერა, ჭრელფოთოლა ლუგუსტრუმი, კვიდო...თარგებში მოეწყო წვეთოვანი სარწყავი სისტემა;განახლდა ტერიტორიაზე არსებული შადრევანი;გამოიცვალა აუზის განათება;განახლდა ელექტროსისტემა და შადრევნის წინა ფასადი;აუზის იატაკზე მოეწყო მოზაიკა; მოეწყო ახალი გარეგანათების ქსელი.

იხილეთ ფოტოგალერეა:

 

 

Businesspartner