საზოგადოება
19/02/2021

პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს მომდევნო კვირაში განიხილავს 

პარლამენტი მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენას ხვალიდან დაიწყებს. 

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 20-21 თებერვალს საკომიტეტო მოსმენები გაიმართება. 

22 თებერვალს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მინისტრობის კანდიდატები პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდებიან. იმავე დღესვე, 15:00 საათზე გაიმართება რიგგარეშე სხდომა, სადაც დეპუტატები ნდობის გამოცხადებაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას. 

ინფორმაციისთვის, გუშინ, 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. „ქართულმა ოცნებამ“ გუშინვე მის შემცვლელად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა დაასახელა. დღეს კი, პრემიერობის კანდიდატმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა. 

მინისტრთა კაბინეტში მცირე ცვლილებებია. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს კი, მისი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე ჩაანაცვლებს. კაბინეტის დანარჩენი შემადგენლობა უცვლელი რჩება. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022