საზოგადოება
20/03/2020
პარლამენტი მედიასთან კომუნიკაციის დისტანციურ ფორმატზე გადავიდა
პარლამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან მედიასთან კომუნიკაციის დისტანციურ ფორმატზე გადადის.
ბრიფინგების და რესპონდენტების კომენტარების ტრანსლიაცია იქნება საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.parliament.ge
პარლამენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ვიდეომასალა რედაქციებში ოპერატიულად გადაიგზავნება.
ჟურნალისტებს კითხვების ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის შესაძლებლობაც აქვთ.
“შემოთავაზებული წესრიგი განპირობებულია თქვენივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, ნათქვამია პარლამენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში.