საზოგადოება
12/08/2020

პარკირების ახალი სისტემა 10 სექტემბრიდან პეკინსა და მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება

პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ავტომობილების დარეგისტრირებას შეძლებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირება კოტე აფხაზის ქუჩაზე, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე უკვე მოქმედებს, 10 სექტემბრიდან კი პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ანალოგიური სისტემა ძალაში შევა.

„პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდა, სადაც  ადგილობრივ მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, მივიდეს და მიიღოს სრული ინფორმაცია. ასევე, დეტალური ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზეცაა განთავსებული. ან  აპლიკაციის მეშვეობით, ძალიან მარტივად შეიძლება მისი ჩამოტვირთვა, იხილავთ, როგორ უნდა ფუნქციონირებდეს ზონალურ-საათობრივი პარკირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ავტომობილები საცხოვრებელი ზონების მიხედვით უნდა დაარეგისტრიროს იმისთვის, რომ პარკირების სისტემით უფასოდ ისარგებლონ.

„პარკირების საფასური ელექტრომობილების მფლობელებისა და შშმ პირებისთვისაც უფასო იქნება. სტუმრად მისული ადამიანები თანხას გადაიხდიან. ყველა რაიონში  ანალოგიური მიდგომა იქნება, მაგრამ რაიონების, უბნებისა და ქუჩების მიხედვით, განსხვავებული ტარიფი დაწესდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან საბურთალოს რაიონში ამოქმედდება, რამდენიმე გამზირსა და ქუჩას მოიცავს. პარკირების ახალი სისტემა ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირზე სრულად, მიცკევიჩის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩებს (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე) მოიცავს. გარდა ამისა, ზონალურ-საათობრივი პარკირება იმოქმედებს ყაზბეგის გამზირზე (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე) და ვაჟა-ფშაველას გამზირზე (ბექას ქუჩის კვეთამდე).

ფიზიკურ პირს, რომელიც ზონალური პარკირების არეალში უძრავ ქონებას ფლობს, შეუძლია, მის მიერ წინასწარ მითითებული სატრანსპორტო საშუალება საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრის რადიუსში უფასოდ დააპარკინგოს. უძრავი ქონების მესაკუთრე ინტერნეტის მეშვეობით, ID ბარათით, ან მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ მუნიციპალურ პავილიონებში შეძლებს, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართის გათვალისწინებით, ორი სატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრიროს.

ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა სხვადასხვა საშუალების გამოყენებით არის შესაძლებელი: ვებგვერდი - www.tp.ge, მობილური აპლიკაცია - TBILISI PARKING და სწრაფი გადახდის აპარატები (Pay Box).

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020