პაატა კვიჟინაძე ვაქცინაციაზე: მკაცრი ზომები უნდა მივიღოთ
დეპუტატი პაატა კვიჟინაძე მოითხოვს, რომ აცრის მიმართულებით მიდგომა უნდა გამკაცრდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალ წელს ეპიდსიტუაცია ისევ გაუარესდება, ქვეყნის ეკონომიკა კი, მორიგ შეზღუდვებს ვეღარ გადაიტანს.
"მესმის, ყველას აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება, აიცრება თუ არა, მაგრამ მისი აუცრელობა სხვისი დაზიანების მიზეზი არ უნდა იყოს. ევროპის ყველა ქვეყანამ, ამერიკამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილებები - მაგალითად რესტორანში ვერ შევა ადამიანი, მათ შორის იქ მომუშავეც, თუ არ არის აცრილი, ან ყოველდღე უნდა გაიკეთოს ტესტი. ზოგიერთი ქვეყანა - იტალია, საფრანგეთი უფრო მკაცრ რეჟიმზეც წავიდნენ. იქნებ ჩვენც მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება. ადრე გთავაზობდით მწვანე რესტორნები გაგვეხსნა, აცრილ ტაქსის მძღოლებს მანქანაზე გამოეკრათ, რომ აცრილია და უფრო მეტი ადამიანი ჩაჯდებოდა. ვფიქრობ, ეს უკვე დაგვიანებულია და ალბათ უფრო მკაცრი ზომები უნდა მივიღოთ. ჩვენ თუ ასე გავაგრძელებთ, შემდეგ წელს იგივე განმეორდება პანდემიის კუთხით. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ შეზღუდვების, ეკონომიკური კუთხით, რადგან ეს ეკონომიკას გაანადგურებს", - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
ინფორმაციისთვის, ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა.