საზოგადოება
27/05/2021

პაატა იმნაძე: ვაქცინაციის შემდეგ 10-14 დღე ფრთხილად უნდა ვიყოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კოვიდ ვაქცინის შემდეგ აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების დაცვა, რადგან ორგანიზმს იმუნიტეტის გამოსამუშავებლად დრო სჭირდება. ეს პერიოდი კი, 10-14 დღეა.

“პირველი დოზის შემდეგ გარკვეული იმუნური პასუხი გამომუშავდება ჩვენს ორგანიზმში, მაგრამ ამას სჭირდება დრო. დაახლოებით 10-14 დღე მაინც არის საჭირო, რომ ორგანიზმში რაღაც დაცვა წარმოიქმნას. იმუნური პასუხი რომ გამომუშავდეს ორგანიზმში, ამ პერიოდში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

აქვე განვმარტავ, ძალიან ბევრი მითი არსებობს იმის შესახებ, რომ თუ თქვენ უკვე ინფიცირებული ხართ, ან აცრის შემდეგ ძალიან მალე დაინფიცირდით, ეს შეიძლება დამატებითი რისკი იყოს. არავითარ შემთხვევაში, ეს დამატებითი რისკი არ არის. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ჯერ კიდევ ორგანიზმი დაცული არ არის ინფექციისგან. ამიტომ, პირბადე, დისტანცია, თავყრილობებისგან თავის არიდება, ეს არის გადამწყვეტი, რადგან აცრის შემდეგ ორგანიზმა მოასწროს იმუნიტეტის გამომუშავება. მერე უკვე შეიძლება ნაკლებად ფრთხილები ვიყოთ“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.  

NCDC -ის ინფორმაციით, ამ დროისათვის ქვეყანაში შესაძლებელია ვაქცინაცია “ასტრაზენეკათი“, რომელიც ხელმისაწვდომია 45 წლის ზევით მოსახლეობისათვის, ასევე მიმდინარეობს “ასტრაზენეკათი“ აცრილების რევაქცინაცია. თითქმის დასრულდა “ფაიზერით“ სრულად ვაქცინაცია, ამ დროისათვის “ასტრაზენეკათი“ და “ფაიზერით“ სრულად ვაქცინირებულთა რიცხვია 19 392. პარალელურად მიმდინარეობს “სინოფარმის“ მეორე დოზით აცრა. 24 მაისიდან ქვეყანაში დაიწყო სინოვაკის ვაქცინით აცრები, რომელიც ხელმისაწვდომია 18 წლის ზევით ასაკის პირებისთვის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023