საზოგადოება
14/04/2021

პაატა იმნაძე: საფლავზე გავიდეთ, მაგრამ იქ ქეიფი საჭირო არ არის

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას მოუწოდებენ, აღდგომის დღესასწაულს მოკრძალებულად შეხვდნენ და რეგულაციები დაიცვან.

“საფლავზე ჩვეულებრივად გავიდეთ, როგორც წესია, მიცვალებულების ხსოვნას პატივი მივაგოთ, მაგრამ იქ ქეიფი საჭირო არ არის. საფლავზე ქეიფი არც ეკლესიურად და არც ეპიდემიოლოგიური გაგებით მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.