საზოგადოება
07/07/2020

ოზურგეთის ინტერნეტიზაციისთვის 10 მლნ-იანი პროექტი იწყება

კომპანია ოუფენ ნეტი ოზურგეთის გეოგრაფიული არეალის  ინტერნეტიზაციისთვის 10 მილიონიან პროექტს იწყებს.

პროექტის ფარგლებში გაფართოვდება ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, რაც  საშუალებას იძლევა, იმ დასახლებულ  პუნქტებში, სადაც ინფრასტრუქტურა კერძო ოპერატორების მიერ მიყვანილი არ არის  სრულყოფილად დაიფაროს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალებით.

ახალი კაბელების  გაყვანით, ადგილობრივ  ოპერატორებს შეეძლებათ საცალო ქსელის განვითარება და ინტერნეტის აბონენტებამდე მიყვანა. მაგისტრალის სავარაუდო სიგრძე 145 კმ-ს შეადგენს, დასახლებული პუნქტების რაოდენობა - 49.

სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, ღონისძიება 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა განხორციელდეს.

Businesspartner