საზოგადოება
17/02/2021
ორშაბათიდან კიდევ 180 ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება თბილისის მოსახლეობას
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით,შეძენილია 300 ახალი მიკროავტობუსი, რომელიც ყვითელ მიკროავტობუს ჩაანაცვლებს.
მისი თქმით, 300-დან 120 უკვე ემსახურება მოსახლეობას, დანარჩენი 180 კი, შემდეგი კვირის ორშაბათიდან გავა ხაზზე.
„მიმდინარეობს ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშა და პრობლემას წარმოადგენს მგზავრებისთვის, გადაადგილების თვალსაზრისით - არაკომფორტულია, მათ ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ.
ჩანაცვლების პროცესი დაწყებულია. 300-დან 120 უკვე ხაზზე იყო გაშებული, ორშაბათიდან კიდევ დამატებით 180 ერთეული მიკროავტობუსი გავა ხაზებზე და თბილისის მოსახლეობას მოემსახურება“,- განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.